არარეზიდენტებისათვის ხელმისაწვდომი ფრანგული იპოთეკის სახეობები და ნაირსახეობები

აღნიშნულ სტატიაში განხილულ იქნება არარეზიდენტებისათვის ხელმისაწვდომი  იპოთეკის მიღების შესაძლებლობები.

იპოთეკა საფრანგეთში ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით

აქ დასახელება თავის თავზე თავად მეტყველებს: საპროცენტო განაკვეთი ინიშნება კრედიტის დაწყების თარიღში და ფიქსირდება მისი გადახდის ვადით, ანუ 5-დან 25 წლამდე. დაფინანსების ამ სახეობის უპირატესობა მდგომარეობს სტაბილურობასა და იპოთეკური გადახდების ანაზღაურებაზე ყოველთვიური ხარჯების ზუსტ ცოდნაში. მსგავსი ვალდებულების მინუსი არის ის, რომ საპროცენტო განაკვეთი არის:

  • უფრო მარალი, ვიდრე მცოცავი განაკვეთით იპოთეკის გაფორმების შემთხვევაში;
  • თუ მსესხებელი გადაწყვეტს კრედიტის ვადამდე დაფარვას (სრულად ან ნაწილობრივ), ის ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს 3-4% ოდენობის საჯარიმო სანქცია.

იპოთეკა საფრანგეთში კრედიტის გადახდით და მცოცავი განაკვეთით

Виды и разновидности французской ипотеки, доступные для нерезидентов

ეს კრედიტები შეიძლება იქნას მიღებული უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით ვიდრე ზემოთ ნახსენები სქემები ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით და ჩვეულებრივ შეიძლება განთავისუფლებულ იქნას ჯარიმისგან ვადამდელი დაფარვისათვის. მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგიერთი კრედიტები ცვლადი განაკვეთით საფრანგეთში მაინც არიან დატვირთულნი სანქციების გადახდის საჭიროებით. დამოუკიდებელი საიპოთეკო კონსულტანტები არ ურჩევენ იპოთეკის ისეთ სახეობას, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გადახდას. სესხების ამავე კატეგორიის ფარგლებში გამოცდილი კონსულტანტები სავარაუდოდ შემოგთავაზებენ კრედიტს შეზღუდული განაკვეთით, ანუ ისეთი პირობებით, სადაც განაკვეთი შეიძლება აიწიოს ზედა ზღვრამდე, მაგრამ ვერ ასცდება წინასწარ დადგენილ ზღვარს.

სესხი ფიქსირებული გადახდით

კრედიტების ეს სახეობა შეიქმნა, რათა შემოეთავაზებინა პოტენციური კლიტეებისათვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, საუკეთესო ორი სამყაროდან. ამ ვარიანტის შემთხვევაში ყოველთვიური გადახდის ოდენობა ფიქსირდება კრედიტის დასაწყისში, ამასთანავე საპროცენტო განაკვეთი არის ცვლადი. თუ საპროცენტო განაკვეთი იმოძრავებს მაღლა ან დაბლა, ბანკი შეამცირებს ან გაზრდის თქვენი იპოთეკის ვადას იმის ნაცვლად რომ შეიცვალოს თქვენი ყოველთვიური გადახდის თანხა. ვინაიდან საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია ვიდრე ფიქსირებული განაკვეთების რეალური სქემის შემთხვევაში და აქ არ არის სასჯელი კრედიტის ვადამდელი დაფარვისათვის, იპოთეკა საფრანგეთში ამ პირობებით ხდება სულ უფრო პოპულარული. როგორც წესი, სწორედ ამას ურჩევენ კლიენტებს უმეტეს შემთხვევაში.

იპოთეკა საფრანგეთში მხოლოდ პროცენტების გადახდით

კრედიტის ეს სახეობა არ არის საფრანგეთში ისე ფართოდ გავრცელებული, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ ბოლო დროს ფრანგული ბანკების სულ უფრო მეტი რაოდენობა სპეციალიზდება იპოთეკური დაკრედიტების სწორედ ამ ტიპზე. შემოთავაზებული კრედიტი არის ჰიბრიდული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საპროცენტო პერიოდი (მხოლოდ პროცენტების გადახდა) შეიძლება შეზღუდულ იქნას პირველი ხუთი წლით, რომელსაც მოსდევს კრედიტის სხეულის და პროცენტების გადახდის პერიოდი, სტანდარტული 25-წლიანი იპოთეკის პირობებში ეს პერიოდი გაგრძელდება 20 წელი.

Виды и разновидности французской ипотеки, доступные для нерезидентов

განაწილება შეიძლება იყოს სხვაგვარი: 10 წელი გადაიხდევინება მხოლოდ პროცენტები და დარჩენილი 15 წელი – თავად კრედიტი პროცენტებით. საპროცენტო პერიოდის დასრულებისას თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ მთელი თანხა ანდა აიღოთ მორიგი კრედიტი, ან გაყიდოთ უძრავი ქონება საფრანგეთში იპოთეკის დასაფარად.

იპოთეკა საფრანგეთში უკულიზინგის სქემით

პირველი, რაც უნდა გაიგოთ, რომ არ უნდა აგერიოთ უკულიზინგის (Leaseback) სქემა შემდგომი გაქირავებისათვის უძრავი ქონების შეძენასთან. თუ თქვენ გინდათ დროდადრო გააქირავოთ თქვენი უძრავი ქონება საფრანგეთში ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უკულიზინგად. რეალური სქემა Leaseback ან როგორც ამბობენ ფრანგები «Credit Bail» – ეს არის საცხოვრებელ ობიექტში ობიექტის შეძენა, რომელიც შეძენის შემდეგ გადაიცემა მთელი კომპლექსით მართვისთვის შექმნილი მმართველი კომპანიის განკარგულებაში. ჩვეულებრივ ხელშეკრულება იდება 9 წლის ვადით და მკაცრად ზღუდავს დროს, რომელიც მესაკუთრეს შეუძლია გაატაროს ტავის საცხოვრებელში. როგორც წესი, ის არ აღემატება წელიწადში ოთხ კვირას.

ხშირ შემთხვევაში ცხრაწლიანი ხელშეკრულება იძლევა დადგენილ დონეზე, მაგალითად, საფრანგეთში უძრავი ქონების ღირებულების 4,5% ოდენობის მომგებიანობის გარანტიას.

იპოთეკის გადაფორმება

ეს ვარიანტი ხელსაყრელია მათთვის, ვისი უძრავი ქონება საფრანგეთში თავისუფალია ვალებისა და დატვირთვისაგან და აგრეთვე მათთვის, ვინც იხდის უძრავი ქონების შეძენის იპოთეკას თავის ქვეყანაში უფრო მაღალი განაკვეთით, ვიდრე შეეძლო მიეღო საფრანგეთში. ზოგიერთი საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაცია კიდებს ხელს იპოთეკის გადაფორმებას ფრანგული უძრავი ქონების უზრუნველყოფით, რაც აძლევს მსესხებლებს შესაძლებლობას შეამცირონ ყოველთვიური გადახდები.

Виды и разновидности французской ипотеки, доступные для нерезидентов

აი, საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად სასესხო თანხების მიღების ძირითადი სახეობები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს სია არ არის ამომწურავი. თუ თქვენ გინდათ მიიღოთ იპოთეკა საფრანგეთში ან გააფორმოთ სესხი საცხოვრებლის, მისის ნაკვეთის შესაძენად ან საკუთარი სახლის მშენებლობისთვის, მომართეთ კომპანია კოფრანს, რომლის სპეციალისტები გაგიწევენ მომსახურებას თქვენი მხრიდან რაიმე ვალდებულებების გარეშე.

ოლღა შოშინა