აპარტამენტების პოვნა ვალორის გოლფ-ჟუანში

სასტუმროები ვალორის გოლფ-ჟუანში რუკაზე


Валлорис

ვალორის  გოლფჟუანი (ფრ. Vallauris Golfe-Juan) ითვლება ყველაზე ახალგაზრდა კურორტად ლაჟვარდოვან სანაპიროზე საფრანგეთში და, უსათუოდ, ძალიან მრავლის მომცემ ქალაქად განვითარების თვალსაზრისით ტურისტული და კომერციული თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვალორისი სრულად ამართლებს თავის პირველად ლათინურ სახელწოდებას— Vallis Aurea, რაც თარგმანში ნიშნავს «ოქროს ხეობა». მისი «განძეულობა» ამოუწურავია — ეს არის ძალიან სუფთა პლაჟები, და ტურისტთა ჯგუფების მიერ«გაუთელავი» ბუნება, და ლაჟვარდოვანი ზღვა, რაც ჩანს პრაქტიკულად ქალაქის ყოველი წერტილიდან, რომელიც მდებარეობს ბორცვებზე ანტიბას და კანსა და ლე-კანს შორის.

გარდა ამისა, ვალორის  გოლფ-ჟუანი დღემდე ცნობილია, როგორც სამეთუნეო წარმოების ერთერთი ძირითადი ცენტრი საფრანგეთში.  დაწყებული XIX საუკუნის ბოლოდან აქ ცხოვრობდნენ ხელოსნები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ვალორისს როგორც მხატვრული კერამიკის ეროვნულ „სამჭედლოს“.

ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასოც კი წინ ვერ აღუდგა ცდუნებას „შეექმნა“ ამ ქალაქში -აქ იგი გატაცებული იყო სამეთუნეო წარმოებით, სრულიად დაფარა ციხე-დარბაზის ახლოს მდებარე სამლოცველოს კედლები  ფრესკებითა და ფერწერით თემაზე  «ომი და მშვიდობა » და შექმნა ქანდაკება  «ადამიანი  ცხვარით», რომელიც ამჟამად განთავსებულია ცენტრალურ მოედანზე.

წმინდა ანას სამლოცველო წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლს რომანულ სტილში და XII  საუკუნის ტიპიურ შენობას აღმოსავლეთ პროვანსისთვის, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მიიღო საფრანგეთის ეროვნული ქონების სტატუსი. ამჟამად მასში განთავსებულია პაბლო პიკასოს მუზეუმი.

სამეფო სკანდალი

 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქალაქ  ვალორის გოლფ-ჟუანის სახელწოდება ჩაესმოდა ყველას აქ გახმაურებული  ადგილობრივი მაცხოვრებლების და საუდის არაბეთის მონარქის ფარული დაპირისპირების გამო.

კამათი მოხდა Mirandole პლაჟის გამო, რომელიც მდებარეობს პირდაპირ მმართველის რეზიდენციის  ფანჯრების ქვეშ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ  მის ტერიტორიაზე დაიწყო ბეტონის დაგების სამუშაოები, რამაც შუზღუდა დამსვენებლებს წვდომა მშვენიერ ზღვასთან.

მოცემული ფაქტი თანახმად საფრანგეთის კანონმდებლობისა წარმოადგენს წესის პირდაპირ დარღვევას იმის თაობაზე, რომ ნაპირის ახლოს მდებაე ზონები უნდა იყოს ღია ყველა მსურველისთვის და გარდა ამისა, პლაჟის ნაწილი აუცილებლად გამოყოფილია იმათთვის, ვისაც სურს ბუნებასთან  მარტოდ დარჩენა შიშველს.

ბოლო ნაწილშიც კი შეიძლება  მაცხოვრებელთა და მონარქის ინტერესთა პირდაპირი კონფრონტაციის დანახვა, რომ არაფერი ვთქვათ დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებზე.

ვალორის  გოლფ-ჟუანის მაცხოვრებლების ინტერესთა დასაცავად დადგა გარემოს უფლებათა დაცვის ორგანიზაცია (ADEGV). ქალაქის მერი ასევე იმით იყო შეშფოთებული, რომ მშვენებლობა დაწყებული იყო მასთან შუთანხმებლად.

როგორც აღმოჩნდა, საუდის არაბეთის მეფემ უბრალოდ გადაწყვიტა დაესვენა  საფრანგეთში ლაჟვარდოვან სანაპიროზე უახლოეს ზაფხულში, და ამიტომ მოითხოვა ლიფტი, რომელიც მიაბრძანებდა მას ვილიდან ნაპირთან.

მიუხედავად ყველა დავისა, Mirandole პლაჟზე გასასვლელი მაინც იქნება შეზღუდული რაღაც დროის მანძილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით პატივცემული მონარქის ვიზიტის გამო.

ყოფნა საუდის მეფის მეზობლად

ვალორის  გოლფ-ჟუანს ხშირად ადარებენ მეზობელ ზღვისპირა ქალაქ  ჟუან ლე  პენს საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, თუმცა მიუხედავად პატარა და მყუდრო კურორტების რაღაცნაირი მსგავსებისა, მათ აქვთ არსებითი განსხვავებაც.

ვალორის  გოლფ-ჟუანი— არის წყნარი, მშვიდი ქალაქი, რომელშიც არ არსებობს აქტიური ღამის ცხოვრება მრავალი ცნობილი სახის მონაწილეობით, რითაც არის ასეთი სახელგანთქმული „გლამურული“ ჟუანი. ვალორისი — არის აუჩქარებელი რესპექტაბელური დასვენების ადგილი,ხოლო ექსტრიმის მოყვარულთათვის აქ არის შესაძლებლობა დაკავდნენ დაივინგით და წყლის სპორტის  მრავალი სახეობით.

ისტორიული ძეგლებიდან გარდა პიკასოს ეროვნული მუზეუმისა  (Musee National Picasso La Guerre et la Paix) აქ არის მანიელის მუზეუმი (ფრ. Musée Magnelli, Musée de la céramique), სადაც წარმოდგენილია კერამიკის მრავალი ნაკეთობა.

Валлорис

ქალაქის პორტი — Camille Rayon, მრავლად იტევს თოვლივით თეთრი ფერის იახტებს. სწორედ ამიტომ აქ შეიძლება გაჩერება და მისვლა ნაპირთან საკუთარი ხომალდით.

საცხოვრებლის ყიდვა საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე  ვალორის გოლფ-ჟუანში ასევე არ გაგიჭირდებათ და გახდება მომგებიანი და პერსპექტიული კაპიტალდაბანდება. აქ არის უამრავი მშვენიერი ვილა არც თუ ისე ძვირ ფასებში მეზობელ კურორტებთან შედარებით.

ვალორის გოლფ-ჟუანში ადვილად შეიძლება გახდეთ საუდის მეფის მეზობელი, რომლის ვილა მდებარეობს უშუალოდ ნაპირზე.თუმცა ფრანგულ რივიერაზე ცხოვრება -ეს თავისთავად უკვე მონარქის საკადრისი  ფუფუნებაა!