საფრანგეთში შატოს შეძენის სახელმძღვანელო

იცხოვრო ან ფლობდე საფრანგეთში სასახლეს არის ბევრის სანატრელი ოცნება, მაგრამ უძრავი ქონების ამ სახეობის უნიკალურობისა და ექსკლუზიურების არ ღირს იფიქროთ, რომ საფრანგეთში შატოს შეძენა არის შორეული და აუხდენელი ოცნება.

დღესდღეობით ვერ იტყვით, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ბევრია ამდაგვარი ობიექტები, მაგრამ რაც უფრო ნაკლებია წინადადება, მით უფრო სასურველი ხდება მისი შეძენა, ხომ ასეა? მაშ ასე, სანამ შესაფერისი შატოს ძიება მხოლოდ წინ არის, მოდით დეტალურად განვიხილოთ ნაბიჯები, რომელთა გადადგმა მოგიწევთ.

Руководство по покупке шато во Франции

რა ტიპის უძრავ ქონებას ეძებთ საფრანგეთში?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გადაწყვიტოთ, იმის გათვალისწინებით, რომ  საფრანგეთში შატოს შეძენის სურვილი საბოლოოა და შეუცვლელი, თქვენ უნდა განსაზღვროთ გარიგების მომავალი ობიექტის მდგომარეობა, ანუ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ აპირებთ შეიძინოთ სასახლე ახალი გაკეთებული რემონტით თუ მზად ხართ მომავალი სარესტავრაციო სამუშაოებისათვის. თუმცა თავად პროცესი შეიძლება გახდეს საკმაოდ საინტერესო და გარკვეულ წილად ავანტიურული, მაგრამ ის მოითხოვს მოთმინებას, სწორად დაგეგმილ ბიუჯეტს და რიგი პროფესიონალის მხარდაჭერას. შესაძლოა, უკეთესი იქნებოდა ოდნავ მეტის დახარჯვა და მზა ობიექტის შეძენა და არა შეიძინოთ დანგრევის პირას მისული კედლები მათი თქვენს გემოვნებაზე მორგების სურვილით. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ საერთოდ არ უნდა შეეხოთ აშენებას, ბოლოს და ბოლოს თქვენ მოგიწევთ იქ ცხოვრება და დროს გატარება!

რა გსურთ საფრანგეთში თქვენი სასახლისგან?

თქვენ აპირებთ ერთპიროვნულად იცხოვროთ თქვენს სახლში თუ აპირებთ მის მომგებიან ბიზნესად ქცევას? შატოს ხშირად ირჩევენ ისინი, ვისაც სურს ექსკლუზიური სასტუმროს გაკეთება ან ადგილის მოწყობა  საქორწილო წვეულებების ჩასატარებლად. თუ სასახლეს მოჰყვება ფართო მიწის ნაკვეთი, ის შეიძლება ოპტიმიზირებულ იქნას სპორტული თამაშებისათვის, მაგალითად შეიძლება მოიწყოს გოლფის სათამაშო მოედანი. მომგებიანი ბიზნესი მოგცემთ ინვესტიციებიდან არსებითი მოგების მიღების შესაძლებლობას.

გარდა ამისა თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სასახლე ვენახთან ერთად – პერსპექტივაში შეძლებთ ტურების ორგანიზებას, სადაც სტუმრები დააგემოვნებენ საფრანგეთის ღვინოებს.

განლაგება, განლაგება, განლაგება

შეძენის რეგიონთან საბოლოოდ გარკვევა რთულია, იმიტომ რომ ბევრი ადგილი წარმოგედგინათ ნამდვილ იდიალად. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია განმსაზღვრელი ფაქტორების ნუსხის შედგენა, რომლებიც დაგეხმარებიან ვარიანტების რაოდენობის შემცირებაში.

მაგალითად:

– როგორია თქვენი ბიუჯეტი?

– რამხელა ფართი არის თქვენთვის სასურველი?

– რომელი რეგიონის ცხოვრების სტილი არის თქვენთან უფრო ახლოს?

– რა პირობები გჭირდებათ?

Руководство по покупке шато во Франции

დააზუსტეთ თქვენი მოთხოვნები

რჩევა: ძიების დაწყებამდე მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი ეს მოგცემთ გადახარჯვის თავიდან აცილების შესაძლებლობას. ბიუჯეტში აგრეთვე უნდა ჩაიდოს ხარჯები, რომლებიც აუცილებელია პროცესის დასრულებისთვის, აქ შედის გადასახადები, მოსაკრებლები, საკომისიო და ა. შ.. გარდა ამისა თქვენ მოგიწევთ მიმდინარე ხარჯების დაფარვა, რომლებიც წარმოიშვება თუ თქვენ გადაწყვეტთ საფრანგეთში საკუთარის ბიზნესის დაწყებას.

ძიებისას არ ღირს შემოიფარგლოთ ერთი-ორი ობიექტის დათვალიერებით – მოიარეთ რაც შეიძლება მეტი სასახლე, რათა შეაფასოთ თუ რომელი მათგანი უფრო მოერგება თქვენს ინტერესებსა და ბიუჯეტს. ეძებეთ მაქსიმუმი, რომელიც ხელმისაწვდომია არსებული სახსრების პირობებში. თუ თქვენ გჭირდებათ მეტი რჩევა საფრანგეთში უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით, დაუკავშირდით კომპანია კონფრანს თანამშრომლებს,  რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული ნაბიჯის წარმატებით გასვლას უძრავი ქონების შეძენის პროცესში.

თუ თქვენ გინდათ მეტი გაიგოთ იმ ობიექტის შესახებ, რომელსაც შეათვალიერეთ საიტზე  arendal.ru, აგრეთვე ნუ მოგერიდებათ რჩევისთვის მომართვა.

ოლღა შოშინა